ორლანდო ჰიუსტონთან დამარცხდა | გოგას მცირე სათამაშო დრო მიეცა
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ჰიუსტონ როკეტსთან" 106:118 დამარცხდა.
ორლანდოელებმა ყველა მეოთხედი დათმეს (36:25, 27:26, 34:31) გარდა ბოლოსი, ბოლო მეოთხედი 21:24 "მეჯიქმა" მოიგო, მაგრამ "ჰიუსტონს" თამაში მიჰყავდა და უკანასკნელი პერიოდის მოგება "ორლანდოსთვის" უბრალოდ პრესტიჟის ამბავი იყო.
გოგა ბითაძეს მატჩში მცირე სათამაშო დრო მიეცა 1:37 წუთი, ამ დროში კი მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ფრედ ვალვლიტმა ჩაატარა, მან 37 ქულა დააგროვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მატჩში ორმაგი დუბლი არ დაფიქსირებულა.
"ორლანდო მეჯიქი" 46 მოგებით და 33 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ხვალ, 11 აპრილს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.