ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა | გოგამ 26 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ფილადელფია სიქსერსთან" 94:102 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ 25:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, ჯეილენ საგსს 22 ქულა ჰქონდა, ხოლო ფილადელფიელთა მხრიდან 21 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო.
"ორლანდო მეჯიქი" 16 მოგებით და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 დეკემბერს "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.