Belive

ოფიციალურად: რუსული გუნდები ყველა საკალათბურთო ტურნირიდან მოკვეთეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს ECA-ს აქციონერთა აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთის საკითხი განიხილეს. სულ ცოტა ხნის წინ, ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ყველა რუსული კლუბი ორივე საერთაშორისო ტურნირიდან: ევროლიგა ("ცსკა", "ზენიტი", "უნიქსი" და ევროქაფი ("ლოკომოტივ ყუბანი", "კრასნოდარი" მოეხსნება. განცხადების თანახმად, ორგანიზაცია დააკვირდება მოვლენების განვითარებას. თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, რუსული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ყველა მატჩი ანულირდება.

"ევროლიგა" და მისი კლუბები იმეორებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას მშვიდობის, ნებისმიერი ძალადობის, ან ომის წინააღმდეგ და გააგრძელებენ თავიანთი ხმის გამოყენებას პატივისცემის ხელშეწყობისთვის," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.