ოფიციალურად: კრის პოლმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, კრის პოლმა კარიერა დაასრულა. 40 წლის გამთამაშებელმა ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს კარიერის დასრულების შესახებ ამცნო.
დასრულდა! 21 წელზე მეტი ხნის შემდეგ კალათბურთს ვშორდები. ამას რომ ვწერ, ძნელია იმის გაგება, თუ რას უნდა ვგრძნობდე. ჩემი კარიერით ძალიან ბედნიერი ვარ. - კრის პოლი
კრის პოლი NBA-ში 21 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ამ ხნის განმავლობაში მან 1370 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 16.8 ქულას, 4.4 მოხსნასა და 9.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა არაერთ გუნდში იასპარეზა, მისთვის ფორმალურად ბოლო გუნდი ტორონტო რეპტორსი იყო, მაგრამ მანამდე აღნიშნულ გუნდებში თამაშობდა: ნიუ ორლეანს პელიკანსი, ლოს ანჯელეს კლიპერსი, ჰიუსტონ როკეტსი, ოკლაჰომა სითი თანდერი, ფინიქს სანსი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, სან ანტიონიო სპურსი, კვლავ კლიპერსი და ტორონტო რეპტორსი.
40 წლის პოლი 12-ჯერ იყო ALL STAR-ის მონაწილე, აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მას ასევე აქვს 2 ოლიმპიური ოქრო.