ობსტი: "NBA-მ საკუთარ თავს რაც უნდა დაუძახოს, მსოფლიო ჩემპიონები ჩვენ ვართ"
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში სერბეთი 83:77 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა, სერბეთმა კი ფინალი მეორედ წააგო.
Eurohoops-თან საუბრისას გერმანიის ნაკრების ლიდერმა საკუთარ მსოფლიო ჩემპიონობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სხვების მსგავსად, ობსტის NBA-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სკეპტიკურად უყურებს.
NBA-ს გამარჯვებულებს მსოფლიო ჩემპიონებს უწოდებენ, რადგან იქ საუკეთესო მოთამაშეები თამაშობენ, თუმცა ისინი მაინც შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. აი ჩვენ კი, მსოფლიო ჩემპიონები ვართ.
NBA-ში ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი თავს მუდამ საუკეთესოებად თვლიან. მათ შეუძლიათ საკუთარ თავს უწოდონ რაც უნდათ, ამით არაფერი იცვლება. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. - განაცხადა ანდრეას ობსტმა
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ამ თემაზე იანის ანტეტოკნმპომაც ისაუბრა და გერმანიას ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონები უწოდა.
მე მესმის, რომ NBA მსოფლიოში საუკეთესო ლიგა არის. აქ უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი თამაშობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ, ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვართ. საკუთარ თავს მაშინ შეგიძლია მსოფლიო ჩემპიონი უწოდო, როცა მთელს მსოფლიოს შეეჯიბრები. ასე რომ გერმანია ნაკრებია, რომელსაც შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონი ვუწოდოთ. - განაცხადა იანისმა