ნიკოლა იოკიჩმა სამმაგ დუბლებში ლებრონ ჯეიმსს გადაუსწრო
დენვერ "ნაგეტსმა" NBA-ში მორიგი გამარჯვება ნიუ ორლეანსის წინააღმდეგ მოიპოვა. მატჩი 134:116 დამთავრდა. მორიგი შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. სერბმა კალათბურთელმა 36:23 წუთში 35 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა მიითვალა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ ძალიან კარგი შედეგით ევროპელმა ვარსკვლავმა სამმაგ დუბლებში ლებრონ ჯეიმსს და ჯეისონ კიდს გადაასწრო, რომლებსაც 107 აქვთ, (ამათგან ჯეიმსი მოქმედი კალათბურთელია) სერბს კი უკვე 108. ნიკოლა იოკიჩს უსწრებს მეჯიქ ჯონსონი 138 სამმაგი დუბლით, ოსკარ რობერტსონი 181-ით და პირველ ადგილს რასელ ვესტბრუკი იკავებს 198 სამმაგი დუბლით.
Congrats to Nikola Jokic of the @nuggets for moving to 4th all-time in regular season triple-doubles! pic.twitter.com/15OtsYSlC9
— NBA (@NBA) November 7, 2023
სხვა კალათბურთელების შედეგებს რაც შეეხება, კარგი მატჩი ჰქონდა ჯეისონ ჰოუკინს ნიუ ორლეანსის რიგებიდან, რომელმაც 31 ქულა დააგროვა, 7 მოხსნასთან და 3 შედეგიან გადაცემასთან ერთად, ასევე, ბრენდონ ინგრამს და მაიკლ პორტერს ჰქონდათ 22-22 ქულა.