Belive

NCAA-ში ქართველებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
10 ნოემბერს ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგა ოფიციალურად დაიწყო. NCAA-ში 4 ქართველი კალათბურთელია წარმოდგენილი - რატი ანდრონიკაშვილი, ალექს მერკვილაძე, საბა გიგიბერია და ნიკა მეცხვარიშვილი. ანდრონიკაშვილს გასული სეზონი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა და შესაბამისად მისი პარკეტზე დაბრუნება მნიშვნელოვანი ამბავია. 22 წლის ქართველმა ლეგიონერმა "კრეიტონის" რიგებში ითამაშა. ანდრონიკაშვილი "არკანზასის" წინააღმდეგ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჯამში 9 წუთი ითამაშა და 2 ქულის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო. ანდრონიკაშვილის გუნდმა "არკანზასს" 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 90:77, სძლია. ალექს მერკვილაძის  „ლოიოლა მერიმაუნტი“ „შატანუგა მოქსთან“ ანგარიშით - 64:75, დამარცხდა. მერკვილაძემ პარკეტზე 8 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 1 მოხსნის შესრულება შეძლო. საბა გიგიბერიას "ჯორჯია ტექი" "მაიამი რედჰოქსს" შეხვდა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 69:72, დამარცხდა. გიგამ პარკეტზე 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულასა და 4 მოხსნას მოუყარა თავი. ნიკა მეცხვარიშვილის "ლუიზიანა" უდიდესი სხვაობით, ანგარიშით - 39:101, დამარცხდა. ნიკამ 2 ქულას, 3 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები