Belive

"NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეების ლიდერობით, საქართველოს უძლიერესი ნაკრები ჰყავს" - ფინეთის მწვრთნელი

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფინეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ლასი ტუოვი, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს ძლიერი გუნდები ჰყავთ. 

36 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ფინელებს საქართველოსა და სერბეთთან თამაშის გამოცდილება აქვთ, რაც სამომავლო მატჩებში დაეხმარებათ.

NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეების ლიდერობით, საქართველოს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. უკანასკნელ წლებში მათ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი ჯგუფია. საქართველოსა და სერბეთთან დაპირისპირების რამდენიმე წლიანი ისტორია გვაქვს - რაც, მომავალ მატჩებს გარკვეულ სიმწვავეს სძენს - ლასი ტუოვი

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართა. 32 ქვეყნის ნაკრები 8 კალათაში გადანაწილდა და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები G-ჯგუფში სერბეთისფინეთისა და დანიის წინააღმდეგ იასპარეზებს. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება. 

სხვა სტატიები