Belive

NBA – ოკლაჰომა 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ოკლაჰომა სითი თანდერი" - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 53-ე იქნება.

გუნდში საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია. გუნდი დატოვა კარმელო ენტონიმ, თუმცა "ატლანტადან" დენის შროდერი დაიმატეს. გუნდის სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:
რასელ ვესტბრუკი - 35.3 მილიონი დოლარი პოლ ჯორჯი - 30.5 მილიონი დოლარი სტივენ ადამსი - 24.1 მილიონი დოლარი ჯერამი გრანტი - 8.65 მილიონი დოლარი ანდრე რობერსონი - 10 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

წინასასეზონოდ გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ პირველი დათმო საკუთარ მოედანზე "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ანგარიშით 91:97. გასვლით შეხვედრაში დაამარცხეს "მინესოტა ტიმბერვულვზი". 7 და 10 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ჯერ "ატლანტა", შემდეგ კი "მილუოკი" დაამარცხეს. 

რეგულარული სეზონი:

"ოკლაჰომას" რეგულარული სეზონის გახსნის დღეს, 17 ოქტომბერს, ყველაზე რთულ მეტოქეს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება. 20 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გადაინაცვლებს, სადაც "კლიპერსს" დაუპირისპირდება. 22 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში "საკრამენტო კინგსს" შეხვდებიან. სპეციალისტების აზრით "ოკლაჰომა" საკუთარ კონფერენციაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება.

სხვა სტატიები