Belive

NBA - ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე პოპულარული, პრესტიჟული და ცნობილი გუნდი. 2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 71-ე იქნება. ახალ სეზონში გუნდში ძირეული ცვლილებებია. "ლეიკერსს" შეუერთდა 33 წლის მეფე - ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ბისლი, რაჟონ რონდო და ჯავალ მაკგი. გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა აიზია ტომასმა. გუნდის სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება:
გუნდს შესანიშნავი მე-6 ნომერი - რაჟონ რონდო ეყოლება. ლონზო ბოლი - 7.46 მილიონი დოლარი ლებრონ ჯეიმსი - 35.6 მილიონი დოლარი ჯავალ მაკგი - 1.5 მილიონი დოლარი კაილი კუზმა - 1.68 მილიონი დოლარი ბრენდონ ინგრამი - 5.75 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

გუნდმა პრესეზონზე 6 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ 11 და 13 ოქტომბერს, 2-გზის მოქმედ ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსს" გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა. ორივე შემთხვევაში - საშინაო და გასვლით მატჩშიც შეხვედრა "ლეიკერსის" სასარგებლოდ დასრულდა. ლოს-ანჯელესელებმა ასევე გამარჯვება იზეიმეს "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ. "ლეიკერსმა" 1 და 3 ოქტომბერს ორი საშინაო შეხვედრა წააგეს ორივე "დენვერ ნაგეთსთან", ხოლო შემდეგ 7 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე თანაქალაქელებთან - "კლიპერსთან" ანგარიშით 87:103 დამარცხდნენ.

რეგულარული სეზონი:

"ლეიკერსს" რეგულარულ სეზონში საკმაოდ რთული საწყისი შეხვედრები ელოდება: 19 ოქტომბერს მათი მეტოქე გასვლით შეხვედრაში "პორტლენდი" იქნება. მომდევნო ორ შეხვედრას კი საშინაო არენაზე - 21 ოქტომბერს "ჰიუსტონისა" და 23 ოქტომბერს "სან-ანტონიოს" წინააღმდეგ გამართავენ. სპეციალისტები "ლეიკერსს" საკმაოდ წარმატებულ სეზონს უწინასწარმეტყველებენ.

სხვა სტატიები