MVP-ის 38 ქულა | ოკლაჰომამ მინესოტას მე-2 მატჩიც მოუგო
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მე-2 შეხვედრაში ,,ოკლაჰომა სითი თანდერმა'' ,,მინესოტა ტიმბერვულვზი'' 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:103 დაამარცხა. შედეგად, სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.
რეგულარული სეზონის MVP-ის ამპლუაში პირველი მატჩი ჩაატარა შეი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელმაც 38 ქულას, 8 შედეგიან გადაცემას, 3 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. 26 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო ჯეილენ უილიამსის ანგარიშზე.
,,ტიმბერვულვზს'' 32 ქულით, 9 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 დაფარებით ენტონი ედვარდსმა ულიდერა.
გუნდებს შორის მე-3 მატჩი კვირას, 25 მაისს, მინესოტაში გაიმართება.