მსოფლიო ჩემპიონატი | ლატვიამ საფრანგეთს მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის H ჯგუფში ლატვიამ საფრანგეთი 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:86 დაამარცხა და მეორე მოგებით პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
შედეგად, ჯგუფიდან გასვლა საფრანგეთის ნაკრებმა ვერ შეძლო, რომელიც ოლიმპიადისა და ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ბრინჯაოსმედალოსანია.
ლატვიას დღევანდელ შეხვედრაში არტურს ზაგარსმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო როლანდს სმიტსის ანგარიშზე.
ჯგუფის ბოლო ტურში ერთმანეთს კანადისა და ლატვიის ნაკრებები შეხვდებიან, სწორედ ამ მატჩში გაირკვევა პირველადგილოსანის ვინაობა. საფრანგეთი კი აუტსაიდერ ლიბანს შეხვდება.
LATVIA SURVIVE IN THE BEST GAME OF THE WORLD CUP SO FAR & ADVANCE TO THE SECOND ROUND OF THE WORILD CUP 🤯#FIBAWC x #WinForLatvia pic.twitter.com/psu2PjWwma
— FIBA Basketball World Cup 🏆 (@FIBAWC) August 27, 2023