მემფისმა დერიკ როუზი გუნდიდან გარიცხა
35 წლის დერიკ როუზი "მემფის გრიზლისიდან" გარიცხეს, ინფორმაციას The Athletic აქვეყნებს. NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP-ს მემფისურ გუნდთან ორწლიანი და 6.6 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, ერთი წინა სეზონში ითამაშა, ერთი კი დარჩენილი ჰქონდა.
როუზმა "გრიზლსში" 24 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 8 ქულას, 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
დერიკ როუზის კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად განვითარდა. შეგახსენებთ, ვეტერანი კალათბურთელი 2008 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის პირველი არჩევანი იყო და "ჩიკაგო ბულსმა" აირჩია. 2011/12 წლების სეზონში კი ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
2012 წელს როუზმა საშინელი ტრავმა მიიღო, მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მისი კარიერა ძალიან აირია. 2008-დან 2016 წლამდე "ჩიკაგო ბულსში" ირიცხებოდა, 1 წლით 2017 წლამდე "ნიუ იორკ ნიქსში" გადავიდა, შემდეგ "კლივლენდ კავალიერსში", "მინესოტა ტიმბერვულვზში", "დეტროიტ პისტონსში", ცოტა ხნით "ნიქსში" დაბრუნდა და ჯერჯერობით მისთვის ბოლო კლუბი "მემფის გრიზლისია".
Just In: The Memphis Grizzlies are waiving former NBA MVP Derrick Rose, sources tell @TheAthletic. pic.twitter.com/VkLqZDYC3X
— Shams Charania (@ShamsCharania) September 23, 2024