Belive

მარკუს მორისმა ყალბი ჩეკების გამოყენებით ლას ვეგასის კაზინოებიდან 265 000 $ მოიპარა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს კალათბურთელი მარკუს მორისი რამდენიმე დღის წინ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ბოლო დღეების განმავლობაში კლივლენდ კავალიერსის მოთამაშის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ლას ვეგასის კაზინოებიდან მან ყალბი ჩეკების გამოყენებით 265 000 $ მოიპარა.

ამერიკული გამოცემის TMZ-ის ცნობით, მან თაღლითური გზით თანხა 2-ჯერ გამოიმუშავა. პირველად ეს მოხდა 2024 წლის მაისში, როდესაც 115 000 $ გაანაღდა და მეორედ მომხდარიდან 1 თვის შემდეგ ივნისში, ამ შემთხვევაში თანხა ბევრად მეტი იყო, დაახლოებით 150 000 $-ის ოდენობის.

მარკუს მორისი 2011 წელს დრაფტზე ჰიუსტონ როკეტსმა აირჩია, მას შემდეგ ამერიკელი კალათბურთელი ტექსასურ გუნდში, ფინიქს სანსში, დეტროიტ პისტონსში, ბოსტონ სელტიკსში, ნიუ იორკ ნიქსში, ლოს ანჯელეს კლიპერსში და ფილადელფია სიქსერსში ასპარეზობდა. ამჟამად 35 წლის კალათბურთელი კლივლენდ კავალიერსის რიგებში ირიცხება.

მარკუს მორისს NBA-ში თავისი 11-წლიანი კარიერის განმავლობაში 100 მილიონ $-ზე მეტი აქვს გამომუშავებული.