Belive

მარკის რიდს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა | ტრაბზონსპორმა ქარშიაქას მოუგო

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ტრაბზონსპორმა ქარშიაქა 89:79 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ყველაზე მეტი ქულაც დააგროვა, მან 24 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მეტოქე გუნდიდან 15 ქულით გამოირჩა მიხალ სოკოლოვსკი.

ტრაბზონსპორი თურქეთის ჩემპიონატის ცხრილში 36 ქულით (15 მოგება, 6 მარცხი) მე-4 პოზიციაზეა. მარკის რიდის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, მანისას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები