Belive

მამუკელაშვილმა 5 წუთი ითამაშა | სან ანტონიო დამარცხდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"სან ანტონიო სპურსმა" მეოთხე წინასასეზონო შეხვედრა ჩაატარა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი სტუმრად "მაიამი ჰიტთან" 120:117 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს წინა 3 შეხვედრაში საკმაოდ ეძლეოდა დრო და კარგ სტატისტიკაზეც ადიოდა. საშუალოდ 18 წუთს თამაშობდა, აგროვებდა 12.7 ქულას, 2.3 გადაცემასა და 3 მოხსნას. საშუალო დისტანციიდან ის 57%-ით ისროდა, 58 %-ით პერიმეტრიდან, ხოლო საჯარიმო სროლებს 83%-იანი სიზუსტით ასრულებდა.

სამწუხაროდ, სანდრომ მწვრთნელისგან, ბოლო შეხვედრაში მხოლოდ 4:56 წუთი მიიღო. შესაბამისად, აქტივში მხოლოდ ერთი ქულა და 1 მოხსნა ჰქონდა. მამუკელაშვილს საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან არ უსვრია. 2 საჯარიმოდან კი ერთი ჩააგდო.

სეზონის ოფიციალურად დაწყებამდე, სან ანტონიო კიდევ ერთ მოსამზადებელ შეხვედრას ჩაატარებს, სპურსი 18 ოქტომბერს "ჰიუსტონ როკეტს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები