Belive

მამუკელაშვილის სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი | ტორონტომ მილუოკის მოუგო

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა მილუოკი ბაქსი სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 111:105 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში მესამედ ტორონტოს ძირითად ხუთეულში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 36 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 26 წლის კალათბურთელმა 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და თანაც, არცერთი დაკარგვა არ ჰქონია.

ერთ მატჩში მოპოვებული 18 ქულა მიმდინარე სეზონში სანდროსთვის მე-2 საუკეთესო შედეგია. უფრო მეტი, 23 ქულა მამუკელაშვილმა 21 ნოემბერს, ვაშინგტონის წინააღმდეგ მიითვალა.

ტორონტოს 29 ქულით, 8 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, მილუოკის რიგებში კი 24 ქულით, 14 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ბობი პორტისი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 17 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 21 დეკემბერს, ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები