Belive

მამუკელაშვილის 10 ქულა ჰიუსტონთან | ტორონტომ ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სეზონის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ტორონტო რაპტორსმა ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო.

დარკო რაიაკოვიჩის გუნდი ამჯერად ჰიუსტონ როკეტსთან შინ, 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:139 დამარცხდა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 16 წუთში 10 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 31 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით სკოტი ბარნსმა ულიდერა, ჰიუსტონის რიგებში კი 31 ქულით, 5 მოხსნით, 3 დაფარებითა და 1 ასისტით კევინ დურანტი გამოირჩა.

რაპტორსი მომავალ შეხვედრას შაბათს, პირველ ნოემბერს, კლივლენდთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები