მამუკელაშვილის 10 ქულა და ტორონტოს მოგება ბოლო წამზე
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა შარლოტ ჰორნეტსი სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:96 დაამარცხა. რაიაკოვიჩის გუნდმა გამარჯვება ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით მოიპოვა, როცა ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 96:94 იყო. ზუსტი სამქულიანის ავტორს, იმანუელ ქუიქლის პასი სანდრო მამუკელაშვილმა მისცა.
სანდრომ დღეს სულ 25 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუმ 4-დან 2 სამქულიანისა და 4-დან 2 ორქულიანის ჩაგდება შეძლო.
ტორონტოს 28 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა, შარლოტის რიგებში კი 22 ქულითა და 2 მოხსნით კოლინ სექსტონი გამოირჩა.
რაპტორსი, რომელიც 23 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 10 იანვარს, ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ გამართავს.
დრამატული მატჩის ბოლო 4 წუთი: