Belive

მამუკელაშვილი: ,,როცა პირველად თავისუფალი აგენტი გავხდი, გეგონებოდა, მოსიარულე მკვდარი ვიყავი''

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, განაცხადა, რომ წელს თავისუფალ აგენტად ყოფნა მისთვის გაცილებით ნაკლებად სტრესული იყო, ვიდრე გასულ სეზონში:

,,როცა პირველად თავისუფალი აგენტი გავხდი, გეგონებოდა, რომ მოსიარულე მკვდარი ვიყავი... არ მეძინა. ტვიტერზე შევდიოდი და ვფიქრობდი: ,,რა ხდება? უბრალოდ, მომეცით მინიმალური კონტრაქტი!'' - სანდრო მამუკელაშვილი

სანდრომ აღნიშნა, რომ მშვიდად ყოფნას მის მიმართ არაერთი გუნდის ინტერესიც განაპირობებდა.

2023-2024 წლების სეზონში მამუკელაშვილი ,,სან ანტონიო სპურსის'' მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში (5 სასტარტო ხუთეულში) საშუალოდ 9.8 წუთს თამაშობდა და 4,1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები