მამუკელაშვილი და სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდნენ
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონზე, "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "AT&T Center"-ში გამართული მატჩი, "სპურსის" მარცხით, 89:99 დასრულდა.
"სან ანტონიოს" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო კვლავ მიეცა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 8:45 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულის დაგროვება შეძლო.
"სპურსი" მომდევნო მატჩს კვლავ "ჰიუსტონის" წინააღმდეგ, 19 ოქტომბერს გამართავს.