Belive

მაიკლ ჯორდანი: "სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რამხელა ტკივილს ვგრნობ ახლა..."

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის ღმერთად წოდებული, ლეგენდარული N23 - მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება. "კობის და ჯინას გარდაცვალებისგან მიღებული ტრაგიკული ინფორმაციით შოკში ვარ. სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელსაც ვგრძნობ. მე მიყვარდა კობი - ის ჩემთვის პატარა ძმასავით იყო. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობდით და ის საუბრები ძალიან მომენატრება. ის იყო ურთულესი მეტოქე, ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე რომელიც კალათბურთს ახსოვს. კობი ასევე იყო საოცარი მამა, რომელსაც ოჯახი უზომოდ უყვარდა - მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მის ქალიშვილს კალათბურთი უყვარდა. მე და ივეტი ვიზიარებთ, ვანესას, ლეიკერსისა და მთელ მსოფლიოში მყოფი კალათბურთის გულშემატკივრების მწუხარებას" - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები