Belive

მაიამი 128:102 ბოსტონი - ჰიტს ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე შეხვედრაში, “მაიამისა” და “ბოსტონის” დაპირისპირება შედგა.

მაიამიში, "Kaseya Center"-ში გამართული მატჩი, "ჰიტის" სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით 128:102 დასრულდა. სერიის მესამე მატჩში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "მაიამის" ფინალამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბოსტონმა" სერიაში 3:0 ჩამორჩენა აღმოფხვრას.

"მაიამის" გეიბ ვინსენტმა (29 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი) და დანკან რობინსონმა (22 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი) ულიდერეს. "ბოსტონის" რიგებში კი გამორჩეული მოთამაშის პოვნა საკმაოდ რთულია, რადგან პრაქტიკულად ყველა მოთამაშეს კატასტროფული მატჩი ჰქონდა. "ბოსტონის" ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 14 ქულის, 10 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები