Belive

"მადლობა მოგონებებისთვის" - ინდიანა გოგა ბითაძეს დაემშვიდობა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფრენჩაიზმა - "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა. "პეისერსმა" გოგა ბითაძე გაათავისუფლა და ახლა ქართველი ცენტრი თავისუფალი აგენტია.

"ინდიანა პეისერსის" ოფიციალურ facebook გვერდზე გამოსამშვიდობებელი ვიდეო განთავსდა, რომელშიც ფრენჩაიზი გოგა ბითაძეს კლუბში გატარებული 3.5 წლისთვის მადლობას უხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბითაძის გუნდიდან გაშვება ჯორდან ნვორას დამატების გამო მოხდა. ბითაძესთან ერთად, "ინდიანა" ჯეიმს ჯონსონმა და ტერი ტეილორმა დატოვეს.

სხვა სტატიები