Belive

ლუკა დონჩიჩმა NBA-ის ისტორიაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,იუტა ჯაზს'' 50-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 147:97 მოუგო.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 40 ქულას, 11 პასს, 10 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა სამმაგი დუბლი პირველივე ტაიმში გაიფორმა და გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ტაიმი მინიმუმ 25-ქულიანი სამმაგით დაასრულა - 29 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი.

გარდა ამისა, დონჩიჩი 40-ქულიანი სამმაგების რაოდენობით (მე-7), ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაუთანაბრდა და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ,,დალასის'' ლიდერი საშუალოდ 31,4 ქულას, 8,4 მოხსნასა და 8,4 ასისტს აგროვებს.

დონჩიჩის საოცარი ტაიმი იუტას წინააღმდეგ:

სხვა სტატიები