Belive

ლუკა დონჩიჩის მორიგი გენიალური მიღწევა | სლოვენიელი კალათბურთელი MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

"დალას მავერიქსის" სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა კევინ დურანტის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

ლუკა დონჩიჩმა დალასის რეკორდი დაამყარა, ის NBA-ის 2023/24 წლების სეზონში საშუალოდ 33.9 ქულას, 9.2 მოხსნასა და 9.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამ მაჩვენებლით მან მთლიანად ლიგას ულიდერა.

დონჩიჩი, რომელიც თებერვალში 25 წლის გახდა, ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირია მას შემდეგ, რაც კევინ დურანტმა 2011-12 წლების სეზონში, 23 წლის ასაკში, საშუალოდ 28 ქულა, 8 მოხსნა და 3.5 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები