ლეიკერსი ცენტრის პოზიციაზე მოთამაშეს ეძებს - ვარიანტებში გოგა ბითაძეცაა
ლოს ანჯელეს "ლეიკერსს" სხვადასხვა პოზიციებზე რამდენიმე ადგილის შევსება სჭირდება, გოგა ბითაძე ცენტრის პოზიციაზე ერთ-ერთი ვარიანტია, რომელზეც ლოს ანჯელესური გუნდის სპორტული საიტი Lakeshowlife წერს.
"ლეიკერსისთვის" ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე სარეზერვო კალათბურთელების რაოდენობა დიდია. ერთ-ერთი არის კრისტიან ვუდი, რომელზეც "ლეიკერსი" დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ისეთი სანდო და სტაბილური არ გამოდგა როგორც გუნდს და გულშემატკივრებს ეგონათ. ლოს ანჯელესური გუნდი ზაფხულში სხვა ვარიანტებს განიხილავს და მათ გუნდის სხვა მიმართულებით წაყვანა სურთ.
ერთ-ერთი თანხობრივად შედარებით დაბალფასიანი ვარიანტი გოგა ბითაძეა, რომელიც შესაძლოა გუნდმა შეისწავლოს და "ლეიკერსისთვის" საჭირო მოთამაშე გახდეს. ქართველი კალათბურთელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სარეზერვო გუნდიდან ერთვება მატჩში, "ორლანდო მეჯიქის" შემადგენლობაში 18 წუთში 5.8 ქულას და 5.4 მოხსნას აგროვებს. მას შეუძლია, რომ გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე გახდეს და იყოს ვუდზე უფრო სტაბილური.