ლეგენდის პატივსაცემად - NBA 6-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს!
2 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
"ბილ რასელის უბადლო და განუმეორებელი წარმატება კალათბურთში და სამოქალაქო უფლებების აქტივიზმში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი, პატივისცემას უნიკალური და ისტორიული გზით იმსახურებს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ყველა გუნდის ხმარებიდან 6-ნომრიან მაისურს სამუდამოდ ამოიღებს, რათა ბილის ტრანსცენდენტული კარიერა საყოველთაოდ იქნას აღიარებული", - აღნიშნა NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა.
შეგახსენებთ, NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი - ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 11 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი და 5-გზის MVP 1990-იან წლებში მაიკლ ჯორდანის დომინირებამდე, ბევრის აზრით NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნეოდა. ბილ რასელმა პროფესიონალური კარიერა სრულად “ბოსტონ სელტიქსში” (1956-69) გაატარა და ეს კლუბი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვნად აქცია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იგი “ბოსტონის” გარდა “სიეტლ სუპერსონიქსსა” და “საკრამენტო კინგსს” წვრთნიდა.The NBA and NBPA announced today that they will honor the life and legacy of 11-time NBA champion and civil rights pioneer Bill Russell by permanently retiring his uniform number, 6, throughout the league. Full release: https://t.co/jFjZwKtiB2 pic.twitter.com/LdXT4Mf8W7 — NBA Communications (@NBAPR) August 11, 2022