ლებრონ ჯეიმსის $39 მილიონიანი ფეშენებელური ვილა ბევერლი ჰილსზე (ფოტო)
NBA-ის სუპერვარსკვლავმა - ლებრონ ჯეიმსმა, ბევერლი ჰილსზე მორიგი ფეშენებელური ვილა შეიძინა. რიგით მესამე და ყველაზე ძვირადღირებული ვილის შეძენა, ლებრონ ჯეიმსს $39 მილიონი დაუჯდა. ლებრონის ახალ ვილას საკუთარი ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და მდიდრული კინოთეატრი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ვილიდან ლოს-ანჯელესის ცენტრსა და სანტა მონიკას მთაზე შესანიშნავი ხედები იშლება - ლებრონის მეზობალად კი ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში ლებრონ ჯეიმსი უკვე ფლობს ორ ვილას - $23 მილიონად შეფასებული ვილა, რომელსაც საკუთარი ღვინის სარდაფი აქვს და მედია საშუალებების მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დროს, ლებრონის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა და $21 მილიონად შეფასებული მეორე ვილა. ლოს-ანჯელესის პარალელურად, ლებრონ ჯეიმსი მაიამიში $13 მილიონად შეფასებულ ვილას ფლობს, რომელიც აუქციონზე გასაყიდადაა გამზადებული.LeBron James has purchased a Beverly Hills mansion that was last listed at $39 million, per @darrenrovell The 13,000 sq-foot property includes a lighted tennis court, a screening room and seven fireplaces. This is the third LA County mansion that LeBron has bought. pic.twitter.com/lP8EyttX0p — Top Ball Coverage (@TopBallCoverage) July 4, 2020