ლატვიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგა არენაზე ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 აგვისტოს კაუნასიდან რიგაში ჩავიდა. ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის ჩატარების შემდეგ, ლატვიის ჯერი დადგა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ლატვიის დედაქალაქს ავტობუსით ესტუმრა. მგზავრობამ კაუნასიდან რიგამდე დაახლოებით 4 საათს გასტანა. ჩვენი ნაკრები რიგის ცენტრში მდებარე მერიოტის სასტუმროში დაბინავდა.
ნაკრების წევრებმა 3 საათი დაისვენეს და საღამოს რიგა არენას ესტუმრნენ. ილიას ზუროსმა ნაკრები დიდად არ დატვირთა, თუმცა, აღდგენითთან ერთად კალათბურთელები კომბინაციების დამუშავებაშიც ავარჯიშა. ისევ ვერ ივარჯიშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ლიეტუვასთან ბოლო წამზე წაგებული ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
საქართველოს ნაკრები 4 აგვისტოს 2 ვარჯიშს გამართავს, ხოლო 5-ში რიგა არენაზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება
წყარო: gbf.ge