Belive

ლამარკუს ოლდრიჯი ბრუკლინში გადადის

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
,,სან ანტონიო სფურსის'' ყოფილი ფორვარდი, ლამარკუს ოლდრიჯი კარიერას ,,ბრუკლინ ნეთსში'' გააგრძელებს. ამის შესახებ კალათბურთელის აგენტმა, ჯეფ შვარცმა, ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 35 წლის ოლდრიჯმა ,,სან ანტონიოსთან'' კონტრაქტი 25 მარტს შეწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, მისი გადაბირებით ,,მაიამი ჰიტიც'' ინტერესდებოდა. დიდი ალბათობით, ლამარკუსი ,,ბრუკლინში'' ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს, რადგან რამდენიმე დღის წინ, ,,ნეთსმა'' კიდევ ერთი მძიმე ფორვარდი - ბლეიკ გრიფინიც დაიმატა. ოლდრიჯი NBA-ში მე-15 სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში კალათბურთელი საშუალოდ 13.7 ქულას, 4.5 მოხსნასა და 1.7 ასისტს აგროვებს. ,,ბრუკლინ ნეთსი'' 31 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები