კლეი ტომპსონის დაბრუნების თარიღი ცნობილია?!
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" ლიდერი - კლეი ტომპსონი ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტომპსონი "კლივლენდის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018-19 წლების სეზონის ფინალის მე-6 შეხვედრაში, ტომპსონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა. დაახლოებით 30-თვიანი პაუზის შემდეგ, "გოლდენ სტეიტისა" და სრულიად NBA-ს გულშემატკივრებს შესაძლებლობა ეძლევათ სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის დუეტი კვლავ იხილონ. "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება 10 იანვარს, თბილისის დროით, 05:30 საათზე შედგება.There’s optimism Golden Warriors guard Klay Thompson will make his return vs. the Cleveland Cavaliers on Sunday, sources tell ESPN. A final decision is expected once the Warriors return from a two-game trip on Friday. — Adrian Wojnarowski (@wojespn) January 3, 2022
Klay made 24 straight 3-pointers 👀 pic.twitter.com/vNuptRHknR — Warriors on NBCS (@NBCSWarriors) January 2, 2022