Belive

კლეი ტომპსონი ოქროს ქალაქელებისგან საოცარ შეთავაზებას მიიღებს!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. "გოლდენ სტეიტმა" უდიდესი დანაკლისი განიცადა, გუნდი დატოვა კევინ დურანტმა იმის გამო, რომ შეთავაზებულმა კონტრაქტმა არ დააკმაყოფილა. როგორც ჩანს "გოლდენ სტეიტის" მესვეურები დურანტისათვის არასათანადო კონტრაქტის შეთავაზების გამო განცდილი დანაკლისით უკმაყოფილონი არიან და მსგავსი შეცდომის დაშვებას აღარ აპირებენ. The New York Times-ის ცნობით კლეი ტომპსონი გუნდისგან გრანდიოზულ შეთავაზებას მიიღებს - 190 მილიონი დოლარი 5-წლიანი კონტრაქტის თანახმად. ზემოთაღნიშნული საკითხი ამ ეტაპისათვის ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სხვა სტატიები