"გოლდენ სტეიტს" პრობლემები არ ელევა. თითქოს NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს წამყვანი სამეულის (სტეფ კარის, კლეიტომპსონის და დრეიმონდ გრინის) ტრავმები, კევინ დურანტის წასვლა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე ყოფნა არ ეყოფოდა, რომ ახლა ვიცე-ჩემპიონმადამიონლიც დაკარგა.
კრიზისში მყოფ "მეომართა" ფორვარდმა, რომელიც ლიდერთა არ ყოფნაში კალიფონრიული კლუბის ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა, "იუტა ჯაზთან" შეხვედრაში (108:122) ხელი მოიტეხა.
კალათბურთელს შემდეგი სამედიცინო შემოწმება ორ კვირაში ჩაუტარდება და მას მერე გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს პარკეტზე დაბრუნებას.
NBA-ს მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში "ოქროს შტატელებს" 2 მოგება და 9 მარცხი აქვთ, შემდეგ შეხვედრას კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ, ლებრონ ჯეიმსის "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართავენ.