კევინ დურანტი ALL STAR-ის მატჩში ვერ ითამაშებს
4 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
" საკონტროლო მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ კევინ დურანტს კიდევ გარკვეული პერიოდი დასჭირდება სრულად გამოჯანმრთელებისთვის. სწორედ ამიტომ ის ვერ შეძლებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას. ბოლო გამოკვლევებმა მისი ტრავმის უფრო მკაფიო სურათი აჩვენა და, მართალია, ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ ის სრული ძალით დაბრუნდება, ეს დამატებითი დრო მას შესაძლებლობას მისცემს, რომ დაბრუნების შემდეგ იმავე დონეზე ითამაშოს, როგორც მანამდე თამაშობდა ამ სეზონში". დურანტი გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს და შემდეგ განმეორებით გამოკვლევას გაივლის".2021 წლის ALL STAR-ის მატჩში ტრავმირებული კევინ დურანტის შემცვლელად NBA-ს კომისიონერმა, ადამ სილვერმა "ინდიანა პეისერის" ცენტრი დომანტას საბონისი დაასახელა.
Indiana @Pacers Forward @Dsabonis11 has been named by NBA Commissioner Adam Silver to replace injured Nets Forward Kevin Durant in the 2021 #NBAAllStar Game. pic.twitter.com/aSkWTI1Asf
— #NBAAllStar (@NBAAllStar) February 26, 2021
მიმდინარე სეზონში დომანტას საბონისი საშუალოდ შეხვედრაში 21,5 ქულას და 11,7 მოხსნას ითვლის. "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობისთვის საბონისი დამატებით 1,3 მილიონ დოლარს მიიღებს. ლიეტუველი კალათბურთელი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას კარიერიაში მეორედ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩი" წელს ატლანტაში, 7 მარტს გაიმართება.