კარმელო ენტონი: "ვემბანიამა ვერ გახდება NBA-ის სახე"
ამერიკული პოდკასტის "7 PM in Brooklyn"-ის ერთ-ერთ რუბრიკში, NBA-ის ლეგენდამ, კარმელო ენტონიმ ისაუბრა იმაზე, თუ რომელი მოთამაშეა NBA-ის შემდეგი სახე. მისი თქმით, ეს არ შეიძლება იყოს ვიქტორ ვემბანიამა და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი.
ვემბი არ შეიძლება იყოს NBA-ის სახე, რადგან ეს ჩვენი სპორტია [ამერიკელების]. ლუკა არ შეიძლება იყოს სახე, იანისი არ შეიძლება იყოს სახე, შაი არ შეიძლება იყოს სახე... ენტონი ედვარდსი, ჯა მორანტი, ჯეისონ ტეიტუმი - ეს ის სახელებია, რომლებიც ჩვენს ლიგას უნდა წარმოადგენდნენ. მაგალითისთვის, ახლა NBA-ის სახე ზაიონ უილიამსონი უნდა ყოფილიყო, ეს სპორტი ამერიკელების მოგონილია. - განაცხადა კარმელო ენტონიმ
ძნელია იმის განსაზღვრა, რას ნიშნავს იყო "NBA-ის სახე", მაგრამ ეს ტიტული, როგორც წესი, ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს ეკუთვნით. როგორც NBA-ის წარმომადგენელი და უამრავი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის მისაბაძი მაგალითი, გამორჩეულ მოთამაშედ ყოფნას გააჩნია გარკვეული პასუხისმგებლობები და ცხოვრების 'გარკვეული' წესი, რაც ხშირად გულისხმობს ლიგის იმიჯის ტარებას.
კარმელო ენტონიმ თავისი კარიერის განმავლობაში მიაღწია საოცარ წარმატებას, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა NBA-ის სახე. ეს ტიტული ყოველთვის კობი ბრაიანტს ან ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა. ენტონის აზრით, კალათბურთი ამერიკული წარმოშობის სპორტია და მხოლოდ ამერიკელ სუპერვარსკვლავს შეუძლია ლებრონ ჯეიმსის მანტიის აღება.