Belive

კარლ-ენტონი თაუნსი ნიუ იორკ ნიქსში ითამაშებს

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კარლ-ენტონი თაუნსმა "მინესოტა ტიმბერვულვზი" დატოვა და მომდევნო სეზონიდან "ნიუ იორკ ნიქსში" იასპარეზებს. 28 წლის ცენტრი 2015 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის პირველი არჩევანი იყო და ის სწორედ მინესოტამ აირჩია, 9 წლის შემდეგ კი გუნდს იცვლის და "ნიქსში" გადადის.

გარიგების თანახმად, კარლ-ენტონი თაუნსი დონტე დივინჩენცოში, ჯულიუს რენდლსა და 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკზე გაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია The Athletic-მა გამოაქვეყნა.

NBA-ს 2023/24 წლების სეზონში, 28 წლის ცენტრი თამაშში თითქმის ორმაგ დუბლს ასრულებდა 19.1 ქულა და 9.0 მოხსნა, რაც "მინესოტა ტიმბერვულვზს" დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

სხვა სტატიები