კანადამ სლოვენია დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, კანადისა და სლოვენიის დაპირისპირება შედგა. პასაუში გამართული სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ კანადის გამარჯვებით, 100:89 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ კანადამ მე-3 პერიოდში გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა და სლოვენიას შანსი აღარ დაუტოვა. სლოვენიის ბარიერის გადალახვის შემდეგ, კანადამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც სერბეთს დაუპირისპირდება.
კანადის გამარჯვებაში მთავარი როლი არჯეი ბარეტმა (24 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი) და შაი ჟილ-ალექსანდერმა (31 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი) ითამაშეს. სლოვენიას ტრადიციულად ლუკა დონჩიჩმა ულიდერა (26 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი) მაგრამ მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, დონჩიჩს ნერვებმა უმტყუნა, მეორე ტექნიკური მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა.