კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - დღე II (ვიდეო)
5 წლის წინ
კალათბურთი
8 წთ
E ჯგუფი
დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატის ნომერ პირველმა ფავორიტმა, აშშ-მ, თუმცა ქება ეკუთვნის ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. პირველი მეოთხედის შუაწელში ჩეხები ამარცხებდნენ კიდევ ამერიკელებს, მაგრამ საბოლოო ჯამში იან ვესელის გარეშე მოასპარეზე ევროპელები უძლურნი აღმოჩნდნენ - 67:88. აშშ-ს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით 2 მოხსნითა და 2 ასისტით დონოვან მიტჩელი აღმოჩნდა. კარგად იასპარეზეს ჰარისონ ბარნსმა და კემბა უოკერმაც, მათ შესაბამისად 14 და 13 ქულა დააგროვეს. ჩეხეთის ნაკრებში ყველაზე მეტად ტომაშ სატორანსკი გამოირჩა - 17 ქულა, 2 მოხსნა , 5 ასისტი. კარგად ითამაშა ვოიცეხ ჰრუბანმაც, მის ანგარიშზე 13 ქულა და 3 მოხსნა იყო. იარომირ ბოჰაჩიკმა 13 ქულას 9 მოხსნა მიამატა.F ჯგუფი
ეს ჯგუფი ბრაზილიისა და ახალი ზელანდიის შეხვედრამ გახსნა. აქ ფავორიტად ბრაზილია ითვლებოდა.უხვქულიანი შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და 4-დან 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია, თუმცა სწორედ ის ერთი, მესამე პერიოდი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი - სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქე 16 ქულით დაჯაბნეს 28:12, საბოლოოდ კი ბრაზილიამ 102:94 გაიმარჯვა. მათ რიგებში გამორჩეული ვეტერანი ლეანდრო ბარბოსა გახლდათ ვინც 22 ქულას 3 მოხსნა და 1 ასისტი დაუმატა, 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი იყო რაფა ლუზის ანგარიშზე. ოკეანეთის წარმომადგენლებს 19 ქულით, 6 მოხსნით და 6 ასისტით კორი ვებსტერმა ულიდერა, 16 ქულა იყო შეა ილის ანგარიშზე.G ჯგუფი
ეს ჯგუფი აუტსაიდერების შეხვედრით გაიხსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა - დომინიკის რესპუბლიკამ იორდანია 4 ქულით, 80:76 დაამარცხა. იორდანიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში მკვეთრად გამოასწორეს და აჰმედ ალ დვაირის მეთაურობით წინაც გავიდნენ, მაგრამ დასაგვირგვინებლად ძალა აღარ ეყოთ. დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებში 15 ქულითა და 2 მოხსნით საუკეთესო იყო ვიქტორ ლიზი, 12 ქულა და 6 მოხსნა იყო ელოი ვარგასის ანგარიშზე. რაც შეეხება იორდანიის ნაკრებს, აქ აჰმედ ალ დვაირის ტიტანური შრომა უნდა გამოვყოთ - 26 წლის ცენტრმა 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. 24 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი იყო დარ ტაკერის ანგარიშზე.H ჯგუფი
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებით დაიწყო ავსტრალიის ნაკრებმა. ანდრეი ლემანისის შეგირდების მეტოქე საკმაოდ სიმპათიური კანადის ნაკრები გახლდათ. მატჩი საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა. პირველი ტაიმი ავსტრალიამ 52:40 მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედში კანადელებმა 37:24 იმარჯვეს და გადამწყვეტ პერიოდს მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ. აი აქ კი ავსტრალია შეუდარებელი იყო - 32:15 და საბოლოო ჯამში დელავედოვამ და კომპანიამ 108:92 გაიმარჯვეს. ავსტრალიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი სწორედ ხსენებული მეთიუ დელავედოვა იყო "კლივლენდ კავალიერსის " მცველმა 24 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მოიხვეჭა. აშშ-სთან მატჩის გმირის, პატი მილსის ანგარიშზე 15 ქულა და 6 ასისტი იყო. 16 ქულა ჩააგდო კრის გოლდინგმა, ვეტერანმა ენდრიუ ბოგუტმა კი 12 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. კანადის ნაკრებში 18 ქულა და 5 მოხსნა იყო "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის, ხემ ბირჩის ანგარიშზე, 16 ქულა კორი ჯოზეფმა ჩააგდო 14 კი კევინ პანგოსმა.- შეა ილი
- კრის გოლდინგი
- იოჰანეს ვოიგტმანი
- ევან ფურნიე
- ამატ მბაიე
- აჰმედ ალ დვაირი
- დარ ტაკერი
- ვიქტორ ლიზი
- ელოი ვარგასი
- ნიკოლა ვუჩევიჩი
- კორი ვებსტერი
- ენდრიუ ბოგუტი
- რაფა ლუზი
- ლეანდრო ბარბოსა
- ნიკ ფაზეკაში
- მელიჰ მაჰმუთოღლუ
- ერსან ილიასოვა
- უფუკ სარიცა
- ჩედი ოსმანი
- ფურკან კორკმაზი
- იარომირ ბოჰაჩიკი
- ვოიცეხ ჰრუბანი
- კემბა უოკერი
- ტომაშ სატორანსკი
- დენის შროდერი
- გეორგიოს პრინტეზისი
- იანის ანტეტოკუნმპო
- გეორგიოს პაპაიანისი
- რუი ჰაჩიმურა
- ხემ ბირჩი
- მარიუს გრიგონისი
- ანრეი ლემანისი
- მეთიუ დელავედოვა
- პოპულარული
- პატი მილსი
- კევინ პანგოსი
- კორი ჯოზეფი
- როკას გიედრაიტისი
- დომანტას საბონისი
- იონას ვალანჩიუნასი
- მანტას კალნიეტისი
- იბრაჰიმა ფაიე
- ბაბაქარ ტურე
- მორის ნდური