ჯოელ ემბიდის ბრწყინვალე მატჩი შარლოტის წინააღმდეგ
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ფილადელფიისა" და "შარლოტის" დაპირისპირება შედგა.
ფილადელფიაში გამართულ მატჩში ფავორიტის სტატუსით მასპინძლები სარგებლობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირება ლოგიკური შედეგით, 131:113 დასრულდა.
"ფილადელფიას" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - ჯოელ ემბიდმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 34:19 წუთში, ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. ემბიდმა 53 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და სრულიად დამსახურებულად - მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.