Belive

ჯეიმსს დეტროიტის დღევანდელ სასტარტო ხუთეულზე კარიერაში 8-ჯერ მეტი ქულა აქვს მოგროვებული

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,დეტროიტ პისტონსს'' სტუმრად 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 133:107 მოუგო.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის დროს, ეკრანზე საინტერესო ინფოგრაფიკა გამოჩნდა, რომელზეც ლებრონ ჯეიმსისა და ,,პისტონსის'' სასტარტო ხუთელის შედარება იყო ასახული.

აღმოჩნდა, რომ ,,დეტროიტის'' დღევანდელი ძირითადი ხუთეულის ანგარიშზე, რომლის საშუალო ასაკი 21,2 წელია, კარიერაში სულ 5 920 ქულაა, რაც ლებრონის შედეგზე 8-ჯერ ნაკლებია (47 153 ქულა, პლეი-ოფის გათვალისწინებით).

გარდა ამისა, ჯეიმსს NBA-ში 66 399 წუთი აქვს ნათამაშები - 5-ჯერ მეტი, ვიდრე ,,პისტონსის'' ხუთეულს (13 404 წუთი).

მიმდინარე სეზონში ,,ლეიკერსის'' სუპერვარსკვლავი მატჩსი საშუალოდ 25,1 ქულას, 7,6 მოხსნას, 6,3 ასისტსა და 1,4 ჩაჭრას აგროვებს.

სხვა სტატიები