ჯა მორანტმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას იარაღი გამოაჩინა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ვიდეოს შემდეგ, ჯა მორანტი გუნდმა დასაჯა. "მემფისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი ლიგის განხილვას ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სპორტსმენს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯა მსგავს ინციდენტში გაეხვა. პირველ ჯერზე მორანტი გუნდმა დააჯარიმა და მას $669,000-ის გადახდა მოუწია.