Belive

ჯა მორანტმა დაბრუნება Game Winner-ით აღნიშნა | ნიუ ორლეანი 113:115 მემფისი

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ნიუ ორლეანს პელიკანსი" საკუთარ არენაზე "მემფისს გრიზლისთან" 113:115 დამარცხდა.

შეხვედრა გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ პარკეტს დაუბრუნდა ჯა მორანტი, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა. 34 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა, მაგრამ მთავარი ეპიზოდი შეხვედრის მიწურულს იყო, როდესაც თანაბარ ანგარიშზე 113:113-ზე მორანტმა ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს მოაგებინა.

ჯა მორანტის მსგავსად 34 ქულა ჰქონდა "ნიუ ორლეანს პელიკანსის" კალათბურთელს ბრენდონ ინგრამს, რომელიც შეხვედრაში საუკეთესო შედეგი იყო.

შეგახსენებთ, ჯა მორანტს 25 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ამის მიზეზი "გრიზლის" ვარსკვლავის სოციალურ ქსელში იარაღით გამოჩენა გახლდათ. მან ბოლოს 8 თვის წინ (29.04.2023) "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშა.

სხვა სტატიები