ითამაშებს თუ არა ანტეტოკუნმპო მსოფლიო ჩემპიონატზე - იტუდისის პასუხი
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიმიტრის იტუდისს, ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც NBA-ის გასული სეზონის დასრულების შემდეგ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
,,ეს კითხვა, ალბათ, ნაკრებისა და ,,ბაქსის'' ექიმებს უნდა დავუსვათ.
ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ იანისი ცდილობს... მალე ყველაფერი გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.
რაც შეეხება კალათბურთელებს, რომლებიც ვერ დაგვეხმარებიან, მათ მიზეზების შესახებ შეგვატყობინეს, ესენი კალატესი, სლუკასი, დორსი და კასელაკისი არიან. რამდენიმე მათგანს დაზიანება აწუხებს და მათი სრული მზადყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო,'' - იტუდისის სიტყვებს Euroohoops-ი ციტირებს.
საბერძნეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში აშშ-სთან, იორდანიასთან და ახალ ზელანდიასთან ერთად იასპარეზებს.
იტუდისის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, იორდანიის წინააღმდეგ გამართავს.
No Giannis in the Greek NT photo today. Head coach Dimitris Itoudis said that "Antetokounmpo is still trying. We'll make a final decision soon on if he's going to play in the World Cup. Honestly, i can't give you an answer right now". pic.twitter.com/D0NhejyXlx
— Harris Stavrou (@harris_stavrou) July 31, 2023