ინდიანამ ნიუ იორკს მეორე მატჩიც მოუგო
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ინდიანა პეისერსმა ნიუ იორკ ნიქსი 109:114 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.
ინდიანამ შეხვედრის პირველი ტაიმის ორივე მეოთხედი დათმო 26:24, 26:25. მეორე ტაიმში კი თამაშის შემოტრიალება შეძლო და მე-3 და მე-4 პერიოდში ნიქსი დაამარცხა 29:32, 28:33. ინდიანამ ამ გამარჯვებით უდიდესი ჰანდიკაპი შეიქმნა, რადგან ორივე შეხვედრა ნიუ იორკში მოიგო, ახლა კი საკუთარ არენაზე გადაინაცვლებს და 2 მატჩს ჩაატარებს.
მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა პასკალ სიაკამის ანგარიშზეა, 36 ქულა ჩააგდო და 11 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეილენ ბრანსონმა, 20-20 ქულა მიითვალეს კარლ-ენტონი თაუნსმა და მიკალ ბრიჯისმა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მომდევნო მატჩი 26 მაისს გაიმართება.