2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება.
უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება.
უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ილიას ზუროსი ქართველ კალათბურთელებს მიმართავს.