Belive

ილიას ზუროსი: "ბოდიში გულშემატკივარს, ყველაფერს გავიღებთ ესპანეთის დასამარცხებლად..."

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-5 ტურის მატჩი უკრაინასთან გამართა, სადაც მძიმე ბრძოლაში, 79:66 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ილიას ზუროსმა, მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროდ ცუდი თამაში გვქონდა, კონცენტრაცია დაგვაკლდა, რა თქმა უნდა მიზეზები გვაქვს. სამწუხაროდ ბითაძე თამაშის წინ გამოგვაკლდა, წინ დიდი ზაფხულია, 4 ივლისს მზად უნდა ვიყოთ შინ ბრძოლისთვის, შემდეგ კი მეორე ეტაპისთვის მოვემზადებით, მადლობა გულშემატკივრებს, მჯერა ჩემი მოთამაშეების. ეს მხოლოდ ცუდი პერფორმანსი იყო, და ამას გადავლახავთ". - ილიას ზუროსი "რთული იყო ისე გაგრძელება, როგორც დავიწყეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო რომელიც გვითამაშია. ეს მიუღებელია, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ და მეტი ყურადღება გვმართებს, ბოდიში გულშემატკივარს, შემდეგ თამაშში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ რომ შინ ესპანეთი დავამარცხოთ". - დუდა სანაძე

ილიას ზუროსი გოგა ბითაძეზე | "გახურებამდე მუხლში ტკივილი იგრძნო, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოთამაშე, წინ დიდი ზაფხულია და რისკი არ ივარგებდა. ამიტომ გოგა არ ვათამაშებთ, ხვალ რენტგენს გადავიღებთ და დეტალურად გვეცოდინება. უკრაინის ნაკრებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ".

სხვა სტატიები