Belive

hoopshype - გოგა ბითაძის ანაზღაურება ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
hoopshype.com "ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრის - გოგა ბითაძის წლიურ ანაზღაურებას აქვეყნებს. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ის 2020/21 წლების სეზონში, ბითაძის ანაზღაურება $2.957.520 შეადგენს. ამ მაჩვენებლით NBA-ის 2020/21 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელებს შორის, ბითაძე 282 ადგილს იკავებს. 2021/22 წლების სეზონში ბითაძე $3.098.400 მიიღებს. 2022/23 წლების სეზონში, ბითაძის ანაზღაურება $4.765.339 იქნება, ხოლო 2023/24 წლების სეზონში, ქართველი ცენტრი $6.762.016 გამოიმუშავებს.  
შეგახსენებთ, სამწუხაროდ,”ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრის – გოგა ბითაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბითაძემ კოჭის ორი მყესიდან, ერთ-ერთი გაიწყვიტა. ქართველი ცენტრი განმეორებით შემოწმებას ორი კვირის შემდეგ გაივლის და მისი პარკეტზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება. გოგა ბითაძე შესაძლოა თებერვალში დაბრუნდეს, თუმცა მანამდე დაახლოებით 20-25 თამაშის გაცდენა მოუწევს. ასევე ცნობილია, რომ ბითაძის ტრავმიდან გამომდინარე “პეისერსი” ახალი მოთამაშის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

სხვა სტატიები