Belive

"ჰეი, დამშვიდდი" - იაბუსელე ქართველი ჟურნალისტის სიხარულმა შეაწუხა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხა (80:70) და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალურ სტადიაზე.

ბუნებრივია, ქართველმა კალათბურთელებმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს - ჯერ პარკეტზე (გულშემატკივრებთან ერთად), შემდეგ კი სიხარული გასახდელისკენ მიმავალ გზაზეც გაგრძელდა.

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი, გერშონ იაბუსელე ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ჩვენი ნაკრების მოთამაშეები მილოცვებს იღებდნენ. წაგებისგან ისედაც დამწუხრებულმა იაბუსელემ ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა: "ჰეი, დამშვიდდი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შენ ჟურნალისტი ხარ და არა მოთამაშე".

იაბუსელემ საქართველოსთან მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო, დააგროვა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ჩვენი ნაკრები მეოთხედფინალს 10 სექტემბერს, ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები