Belive

ჰარდენის ტრიუმფალური სვლა ატლანტასთან დასრულდა (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ჯეიმს ჰარდენის ტრიუმფალური სვლა "ატლანტასთან" დაპირისპირების შემდეგ დასრულდა. "ჰიუსტონის" ლიდერმა ზედიზედ 32 შეხვედრაში შეძლო 30+ ქულის დაგროვება, რითიც უილტ ჩემბერლენის მეორე საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა - თუმცა რეკორდული სვლა "ატლანტანსთან" დასრულდა.
"ჰიუსტონმა" მოწინააღმდეგე 119:111 დაამარცხა თუმცა ჯეიმს ჰარდენმა მხოლოდ 28 ქულის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია რომ ჰარდენს უკანასკნელ წამებზე შეეძლო შეტევის განხორციელება და საკუთარი მონაგარის 30 ქულამდე გაზრდა მაგრამ "ატლანტას" კალათბურთელებმა ყველა ღონე იხმარეს მის შესაჩერებლად.

სხვა სტატიები